რამდენად დაცულია სახანძრო უსაფრთხოება ქუთაისის ბარ-რესტორნებში? (ვიდეო)
09:03 / 25.08.2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1-ელი
აგვისტოდან ამოქმედებული ახალი რეგულაციის
თანახმად, საქართველოში კვების ობიექტებისა და რესტორნების
შემოწმება დაიწყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ობიექტებზე
შეამოწმებენ რამდენადაა დაცული სახანძრო უსაფრთხოება.
ახალი რეგულაციის თანახმად, კვების ობიექტებში
სახანძრო უსაფრთხოების
მინიმუმ სამი კომპონენტი უნდა იყოს დაცული,
რაც ცეცხლმაქრის,
საევაკუაციო გეგმისა და კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არსებობას გულისხმობს.
"პირველ ეტაპზე ყველა ობიექტზე გავწევთ კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა მოაწესრიგონ შენობაში სახანძრო უსაფრთხოება,"
- განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
იმ შემთხვევაში თუ ობიექტის
სამჯერ გადამოწმების შემდგომ არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოება, მეპატრონეები დაჯარიმდებიან.
რამდენად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოება ქუთაისის ბარ-რესტორნებში
და რამდენად არიან მზად რეკომენდაციების შესასრულებლად, ქუთაისიპოსტმა
ქალაქის ცენტრში არსებული კვების ობიექტები დაათვალიერა:
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების
დაცვის უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ივლისის
ჩათვლით, ჯამში 248 ობიექტი შეამოწმა. აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით შემოწმებულია 66 საკლუბო და გასართობი ცენტრი; 182 სავაჭრო
ცენტრი და კომპლექსი.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 2018
წლის ორი კვარტლის მონაცემებით, დაჯარიმებულია 510 ობიექტი, ხოლო
ჯარიმების საერთო ოდენობამ 51 800 ლარი შეადგინა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ
შემოწმებულ პერიოდში ჯარიმის ოდენობა 50-დან 200 ლარამდე
მერყეობდა.
2018 წლის 1-ელი აგვისტოდან ჯარიმების ოდენობა გაიზარდა და 2000
ლარიდან 5000 ლარამდეა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები