ახალი ამბები
"თავის რჩენის გზას გვიჭრიან" - გარემოვაჭრეების პროტესტი (ვიდეო)
FaceBook
"ჩემი პენსია ბანკს მიაქვს, ახლა ვაჭრობასაც გვიკრძალავენ და აღარ ვიცი რით ვირჩინო თავი," - ეს ერთ-ერთი პენსიონერის პოზიციაა, რომელიც ამბობს, რომ გარევაჭრობის აკრძალვით თავის რჩენის ერთადერთი გზა ეჭრება.
ქუთაისის მერიას ჭავჭავაძის  გამზირეს სავაჭრო დახლები 20 აპრილს  გვიან ღამით აიღო. 

გარემოვაჭრების თქმით,  მათთვის ბაზარში ადგილები არ არის და მერიის წარმომადგენლების მიერ შეპირებული  დახლები საშეღავათო ვადით უკვე დაკავებულია:



ადგილზე მისული იყო მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. ზვიად ჯავახიამ  გარემოვაჭრეებს  განუმარტა, რომ ქალაქის სხვადასხვა ბაზარში მათ მიერ საკმარისი ადგილებია მოძიებული.

"გარემოვაჭრეებისთვის საკმარისი ადგილებია გამოყოფილი ნიკეას, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ბაზარზე საშეღავათო ვადებით,"- ირწმუნება ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეები აქცია დილის საათებიდან მიმდინარეობს. ისინი დახლების დაბრუნებას და გარევაჭრობის განახლებას ითხოვენ.

ადგილზე შეკრებულმა გარემოვაჭრეებმა, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სცადეს, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ქუთაისის მერიამ ერთი თვის წინ ქალაქის ცენტრალური ნაწილში აიკრძალა გარევაჭრობა. ამჯერად იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანში არსებულ ტერიტორიაზე მოხდება.

ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაანონსა. პირველად გარემოვაჭრეების დახლები წითელი ხიდისა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ, მერიის მიერ წერილობით გაფრთხილებას,გარემოვაჭეების პროტესტი მოჰყვა.

თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, რადგან გარევაჭრობა მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერიამ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო (ფოტო)

21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.