ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს ყოველთვის არაა გმირების ისტორია,
მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია საკუთარი პატარა ამბები, რომელშიც
ის გმირია.
ქუთაისიპოსტი რიგით გმირებს აქცევს საკუთარი ობიექტივის ქვეშ. სადაც
ისინი საკუთარ ისტორიას თვითონ გვიამბობენ.
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ თვეში ერთხელ, რუბრიკას - "ადამიანები
საკუთარი ისტორიებით", რომლის მორიგი სტუმარი ალბერტან ჩხაიძეა.
ალბერტან ჩხაიძე ერთ-ერთია იმ ბენეფიციარებიდან, ვისაც საახალწოო
ნობათი საჩუქრად გადაეცემა.
25 დეკემბრიდან ალბერტანს "მადლიერების სახლის"
წარმომადგენლები საახალწლო ნობათ ქუთაისში ხუნდაძის ქუჩა
#51-ში მიუტანენ . სწორედ აქ ცხოვრობს 80 წლის მოხუცი.
ახალი წლისთვის ქუთაისში მცხოვრებ 2000 ბენეფიციარს გაყინული ქათამი,
2 კგ შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი,
მაიონეზი, კარაქი, 1 შეკვრა კვერცხი და 2 კგ პურის ფქვილი გადაეცემათ.
კუთვნილი ნობათის მისაღებად ბენეფიციარებს დრო 25-დან 28 დეკემბრამდე
აქვთ.
ალბერატან ჩხაიძე, სოციალურად დაუცველია და დახმარების სახლით ყოველ
თვეში 50 ლარს და 180 ლარიან პენსიას იღებს. ის სადარბაზოს
საწყობში უკვე 9 წელია ცხოვრობს. მისი თქმით, მისი საცხოვრებელი ოთახი
იმდენად პატარაა, რომ ერთდროულად ორ ადამიანს გაჩერება უჭირს.
იატაკი ამომტვრეულია და ღამით თაგვების ეშინია.
ყველაზე მეტად სუფთა საცხოვრებელი ოთახი და საჭმელი ენატრება.
გვიყვება, რომ სახალწლო განწყობა არ აქვს, რადგან იცის რომ კერძისთვის
პროდუქტების შეძენას ვერ შეძლებს.
სად და რა პირობებში უწევს ცხოვრება 80 წლის ალბერტან ჩხაიძეს, რას
ცვლის მოხუცისთვის ერთჯერად გადცემული საახალწლო ნობათი ნახეთ
ვიდეოსიუჟეტში:
ქუთაისის მერია 2017 წელს საახალწლო ნობათებს 2 000 ბენეფიციარს
გადასცემს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 980 ლარი დაიხარჯება.
ანალოგიური პროექტი 2016 წელსაც განხორციელდა. მაშინ 3 084 სოციალურად
დაუცველს 71 500 ლარის ღირებულების პროდუქტი გადასცეს.
ამავე თემაზე: "ადამიანები
საკუთარი ისტორიებით" (ვიდეო) - ეთერ სიდიანი
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები