ბულგარეთში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო
თასზე, ქუთაისელმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მან მეოთხედფინალში ტუნისელ მოფარიკავეს 15:14 სძლია, ნახევარფინალში
კი კორეელ სპორტსმენთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი
მოიპოვა.
"ბედნიერი ვარ დღევანდელი შედეგით, სულ რაღაც 1 თვეა, დავიწყე ვარჯიში
ახალ გუნდთად ერთად, რომლებიც უკვე ძალიან მიყვარს და ერთად წინ
წავალთ. მადლობა ჩემს ოჯახს, ვისაც ჯერა ჩემი ყოველთვის და გვერდში
მიდგას, მადლობა ჩემს საქართველოს, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება,
გპირდებით!", - თქვა სანდრო ბაზაძემ.
23-26 იანვარს ბულგარეთმა, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის, მსოფლიო
თასს უმასპინძლა.
ტურნირში ასევე, იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა: ვახტანგ
არჩვაძემ, ალექსანდრე თავართქილაძემ, დავით თავართქილაძემ და
ალექსანდრა კუვაევამ.
მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მე-7 ადგილი დაიკავა და მსოფლიოს
8 საუკეთესო გუნდს შორისაა.
მსოფლიო თასზე 253 მოფარიკავე გამოდიოდა.
მასალის გამოყენების პირობები