ანასტასია კირთაძე "ჭადრაკის დედოფლის აკადემიაში" გამართულ
საქართველოს ჩემპიონატზე, ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი.
მან ჩემპიონის ტიტული 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის
მოიპოვა.
მეორე ადგილზე 8 ქულით გავიდა ქუთაისელი დიანა ლომაია, მესამე ადგილზე
კი - ბარბარე აშოთია.
რაც შეეხება ჭაბუკებს, 20 წლამდე ასაკში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული
ლუკა კილაძე აიღო, მეორე ადგილზე აკაკი ყალიჩავა გავიდა,
მესამეზე კი - ნიკოლოზ შამათავა.
საქართველოს პირველობა 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის,
შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად და ორ ტურნირად ჩატარდა, 40 მონაწილეს
შორის.
ანასტასია კირთაძემ და ლუკა კილაძემ, ამ გამარჯვებით, მონტენეგროში
დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს.
მსოფლიო პირველობა 23 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პეტროვაცში
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები