ქუთაისელი მსროლელის წარმატება სლოვენიის "დიდ პრიზზე"
FaceBook
ქუთაისელი მსროლელი გიორგი მუმლაძე, შერეულ წყვილში, სლოვენიის  "დიდი პრიზის” გამარჯვებული გახდა.

„ისსფ-ს „დიდი პრიზი“ 10-მეტრიან დისტანციაზე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, სლოვენიის ქალაქ რუსეში მიმდინარეობს.

ა(ა)იპ "ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვენიის ,,დიდ პრიზზე” ჩემპიონობა გიორგი მუმლაძისა და თელაველი სალომე ფროდიაშვილის წყვილმა მოუტანა.

მათ ფინალში მოლდოვური დუეტი - ანა დულჩე და კლიმენტი ურსუ, ანგარიშით 17:13, დაამარცხეს.



გიორგი მუმლაძემ, წინა დღით, ინდივიდუალურ შეჯიბრშიც იასპარეზა და ახალგაზრდებში, პნევმატური პისტოლეტიდან X მეტრიან დისტანციაზე სროლაში, 236.5-ქულით, მეორე ადგილი დაიკავა.

ქუთაისელი მსროლელი, მხოლოდ 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონ, რუმინელ ლუკა ჯოლდეას ჩამორჩა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქართულ კლასიკოში“ ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა, „ტორპედომ“ „დინამო
თბილისს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
11:35 / 14.04.2025
„ქართულ კლასიკოში“ ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა, „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ქუთაისელი ტყვიით მსროლელები გიორგი მუმლაძე და იოანე ხვარეშია,
საქართველოს ვაჟთა ნაკრებთან ერთად, ახალგაზრდებს შორის, ევროპის
ჩემპიონები გახდნენ.
11:18 / 06.03.2025

ქუთაისელი ტყვიით მსროლელები გიორგი მუმლაძე და იოანე ხვარეშია, საქართველოს ვაჟთა ნაკრებთან ერთად, ახალგაზრდებს შორის, ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.