ქუთაისის "ტორპედო" ახალ მწვრთნელს რამდენიმე დღეში წარადგენს
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

კლუბის ხელმძღვანელობა ამ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავდა. ესენი იყვნენ: გერმანელი დირკ შუსტერი, სერბი სრდან ბლაგოიევიჩი, პორტუგალიელი რიკარდო ფორმოსინიო და სერბი სლავიშა იოკანოვიჩი. ერთ-ერთი ვერსიით, კონსულტაციები მიმდინარეობდა 2009–2014 წლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელთან, თემურ ქეცბაიასთანაც. საბოლოოდ, არსებული ინფორმაციით, არჩევანი გაკეთებულია დირკ შუსტერზე, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება და ოფიციალურ წარდგენას ელოდება, თუმცა, კლუბში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ამ დღეებში იქნება წარდგენა", - აცხადებენ კლუბში.

57 წლის დირკ შუსტერი, სხვადასხვა წლებში, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა "კაიზერსლატერნში", "აუგსბურგსა" და "დარმშტადტში". 2015-16 წლების სეზონში იგი ბუნდესლიგის წლის საუკეთესო გერმანელ მწვრთნელად დასახელდა.

ქუთაისის "ტორპედო" მთავარი მწვრთნელის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ორი კვირის წინ კლუბი სტივ კინმა დატოვა, რომელიც ამ პოზიციაზე 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე,
10:46 / 31.12.2024
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე, "Cracovia 2024", ქუთაისელმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს.
ქუთაისის „ტორპედო“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა დატოვა.
11:41 / 23.12.2024
ქუთაისის „ტორპედო“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა დატოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.