ქუთაისელი ლილე სვანაძე ჭადრაკის ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატზე
გამარჯვებისთვის ემზადება.
ის საბერძნეთში გამართულ ჩემპიონატზე 7 წლამდე ასაკის მონაწილეებს
შეეჯიბრება.
6 წლის ლილე წელიწადია, რაც მოჭადრაკის სტატუსს ატარებს და გარკვეულ
წარმატებებს უკვე მიაღწია.
მან პირველი გამარჯვება იმერეთის რეგიონულ საკვალიფიკაციო ტურნირში
მოიპოვა, სადაც შვიდი თამაშიდან შვიდივე მოიგო. შემდეგ კი მეორე
ადგილი გუნდურში, ასევე, იმერეთის ჩემპიონატი და საპრიზო ადგილი. სულ
ახლახანს კი, შვიდ წლამდე ასაკის გოგონათა ჩემპიონატზე, ლილემ
საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, შედეგით -
ცხრიდან ცხრა გამარჯვება.
ჭადრაკის თამაში მამამ დააწყებინა, რომელიც ყოფილი მოჭადრაკეა და
თავისივე მასწავლებელთან ხათუნა გუბელაძესთან მიიყვანა, მაია
ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში.
ცნობისთვის, საბერძნეთის როდოსზე მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატი სტარტს,
დღეიდან, 14 აპრილიდან აიღებს. ჩემპიონატზე მონაწილეობას 7, 11, 13 და
15 ასაკობრივი კატეგორიების ქართველი მოჭადრაკეები მიიღებენ.
15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის სასტარტო რეიტინგ-სიის მეორე ნომერი
ქუთაისელი ანასტასია კირთაძე იქნება. ამავე ასაკობრივ კატეგორიაში,
ჩემპიონატზე ლუკა კილაძე და დავით ნემსაძე გამოვლენ.
საქართველოს სახელით მსოფლიო სასკოლო პირველობაზე 13 წლამდე ასაკის
ბავშვებში მართა სორდია და ერეკლე ტაბატაძე მიიღებენ მონაწილეობას, 11
წლამდელებში - გაბრიელ გაბადაძე და ანასტასია ქუთათელაძე. ამასთან,
ალექსანდრა ედიბერიძე და რობერტ ჩიღვინაძე (9 წლამდე) და ლილე სვანაძე
(7 წლამდე).
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება.
ფოტო: ქუთაისი Kutaisi
მასალის გამოყენების პირობები