მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი, რუს პიოტრ იანი UFC-ის მთავარ
ბრძოლაში დაამარცხა.
ქართველი და რუსი სპორტსმენის დაპირისპირება ხუთი რაუნდის მანძილზე
მიმდინარეობდა და ხუთივეში დვალიშვილს უპირატესობა ჰქონდა. სამივე
მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9
გამარჯვება მოიპოვა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილს ჩემპიონის ქამარს
ერთი ნაბიჯი აშორებს.
ქართველ სპორტსმენს 16 ორთაბრძოლა აქვს მოგებული.
http://www.ipn.ge/
მასალის გამოყენების პირობები