ქართველი ფალავანი ილია სულამანიძე იერუსალიმის მასტერსის ჩემპიონი
გახდა.
ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ძიუდოს მასტერზე, ილიამ
ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა და კარიერაში
პირველად მოიგო უპრესტიჟულესი ტურნირის ოქროს მედალი.
ილიასთვის 2022 წელს ისრაელში ასპარეზობა განსაკუთრებულად წარმატებული
გამოდგა. მან წელი თელ-ავივის გრან სლემის ჩემპიონობით გახსნა და
იერუსალიმის მასტერსის ჩემპიონობით დახურა.
იერუსალიმში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე 90 კგ-ში მოასპარეზე ლუკა
მაისურაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა ბექა ღვინიაშვილსაც, მაგრამ იგი
ბრაზილიელ მაჩედოსთან დამარცხდა. რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს,
ონისე სანებლიძეს, გიორგი ბერიაშვილსა და სოფია სომხიშვილს, მათ
შეჯიბრება უმედლოდ დაასრულეს.
იერუსალიმის მასტერსი საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი
ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები