ქუთაისელი, სანდრო ბაზაძე ორლეანის გრან პრის ვერცხლის მედლის
მფლობელი გახდა.
ის ორლეანის გრან პრის ფინალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, უნგრელ არონ
სილაგისთან იბრძოდა. პაექრობა ამ უკანასკნელის გამარჯვებით
დასრულდა.
გრან-პრის ფინალში ქართველმა მოფარიკავემ კარიერაში პირველად
იასპარეზა.
სანდრო ბაზაძის 2022 წლის მიღწევები ფარიკაობაში ასე გამოიყურება:
ევროპის ჩემპიონი (ანტალია), მსოფლიო თასი (თბილისი, ალჟირი და
მადრიდი), გრან პრი (ორლეანი), მსოფლიო ჩემპიონატი - (კაირო).
ავტორი: ქეთი გელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები