ქუთაისში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გივი სარდანაძის
სახელობის, ჭიდაობა სამბოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.
ტურნირი 2022 წლის 25- 26 ნოემბერს ქუთაისის სპორტის
სასახლეში მოეწყობა.
ჭიდაობა სამბოს საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებისთვის ქუთაისის
მერიამ ტენდერიუკვე გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტურნირის ორგანიზება 5 000
ლარის სანაცვლოდ უნდა განახორციელოს.
ამ შემოდგომაზე საერთაშორისო სპორტული ტურნირების თვალსაზრისით
ქუთაისი უხვმოსავლიანი შეიქნა. შემოდგომაზე ქუთაისში სამი
საერთაშორისო ტურნირი გაიმართება სპორტის სხვადასხვა
სახეობაში.
მასალის გამოყენების პირობები