ქუთაისის „ტორპედომ“ ტრანსფერი დაადასტურა. გუნდში
სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი, მაურო კაბალერო ითამაშებს.
ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
27 წლის პარაგვაელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
მაურო 39-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
27 წლის პარაგვაელი თავდამსხმელი 2013 წლის დასაწყისში „პორტუში“
ჩაირიცხა, მაგრამ ძირითადში არ უთამაშია და მხოლოდ სარეზერვო გუნდში
თამაშს დასჯერდა. შემდეგ იჯარით წავიდა პორტუგალიურ „პენაფილსა“ და
„ავეშში“. 2015 წელს ლიხტენშტაინის „ვადუცში“ გადავიდა.
2016 წლიდან კაბალერო პარაგვაიში დაბრუნდა და ასუნსიონის „ოლიმპიაში“
ჩაირიცხა, 2017-2020 წლებში კი ჩილეს კლუბებში გამოდიოდა
-„პალესტინოში“, „სან ლუისში“ და „უნიონ ესპანიოლაში“. ბოლო ორ წელი
პორტუგალიურ „აროკასა“ და „აკადემიკა კოიმბრაში“ თამაშობდა.
მასალის გამოყენების პირობები