საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 23:14
დაამარცხა.
ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაა ქუთაისში, „აია არენაზე“
გაიმართა.
მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6
დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მეორე ნახევარში
სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მირიან მოდებაძისა და დავით
ნინიაშვილის ლელოებისა და თედო აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვების
მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები