საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება
მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ანგარიშით 3:0
დაამარცხეს. მატჩი სკოპიეში გაიმართა.
52-ე წუთზე ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, 62-ე წუთზე თავი ხვიჩა
კვარაცხელიამ გამოიჩინა, ბოლო გოლი კი ოთარ კიტეიშვილმა 84-ე წუთზე
გაიტანა.
შემდეგ თამაშს ეროვნული ნაკრები 12 ივნისს ბულგარეთის წინააღმდეგ
გამართავს. ქართველმა ფეხბურთელებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს.
მასალის გამოყენების პირობები