საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის
საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.
"2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ნომინაციაში წელს ორი
გამარჯვებულია გამოვლენილი - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და
ძიუდოისტი ლაშა ბექაური.
დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა: "2021 წლის აღმოჩენა -
ოლიმპიური იმედი ქალებში" - მარიამ ქერდიკაშვილი.
"საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში" - მოციგურავე მორის
ყვითელაშვილი.
"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი" ვაჟებში" - მოჭიდავე ლერი
აბულაძე.
"2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი" - ძიუდოისტი ეთერ
ლიპარტელიანი.
"ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი" - ლალი დოლიძე,
მხატვრული ტანვარჯიში.
"საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში" -
წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.
"ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის"
- ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
"2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი" - ძიუდოს ნაკრების მთავარი
მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.
მასალის გამოყენების პირობები