ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე
წყალტუბოელმა მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ის ფინალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, კუბელ ლოპეს ნუნიესთან
დამარცხდა.
იაკობ ქაჯაიამ 1 აგვისტოს ნახევარფინალში ჩილეს სახელით
მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ამით
ტოკიოს ოლიმპიადის ფინაში გავიდა.
ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი ანგარიშით
3:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა
და მეტოქე ორ წუთში დაამარცხა.
საქართველოს ოლიმპიადაზე ამ ეტაპისთვის ჯამში 6 მედალი აქვს
მოპოვებული. ერთი ბერძნულ-როაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ
მოიპოვა.
4 მედალი საქართველოს ძიუდოისტებმა მოუტანეს – ოქროს მედალი ლაშა
ბექაურმა, ვერცხლს ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და
გურამ თუშიშვილმა. ხოლო ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ
პლესნოიმ მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები