ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს
ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე სტუმრებმა გაიტანეს.
შესაბამისად, მატჩი 0:1 დასრულდა. ეროვნული ნაკრები ევროპის
ჩემპიონატის მიღმა დარჩა.
მაკედონია კი პირველად იასპარეზებს ევროპაზე.
შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო ნაკრების ორმა წამყვანმა
ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ლევან შენგელიამ. მათ
კორონავირუსი დაუდასტურდათ.
მასალის გამოყენების პირობები