ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა, ნინო ხუციბერიძემ მსოფლიოს მესამე
ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.
ქართული ტყვიის სროლისთვის მორიგი ისტორიული მიღწევა უნგრულ დიორში
მოხდა, სადაც დღეს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო პნევმატური პისტოლეტიდან
სროლაში, რომლის პრელუდიაც ახალგაზრდული თამაშების ევროპის
საკვალიფიკაციო ტურნირი იყო.
ამ შეჯიბრებაში ხუციბერიძე მეოთხე ადგილზე გავიდა. თუმცა, რადგან
სამეულში შესულთაგან რუს იანა ენინას უკვე ჰქონდა ლიცენზია, დარჩენილი
ბოლო, მესამე საგზური ხუციბერიძეს ერგო.
დიორში მასთან ერთად, კიდევ ერთი ქუთაისელი ლიზი კილაძეც გამოდის,
ვინც ასევე შევიდა ფინალში. თუმცა, იქ მეორე წრეში გამოვარდა და
საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.
ევროპელებისთვის ეს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირი იყო და, ამდენად
ნინო ხუციბერიძემ პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულა.
დღესვე უნგრეთში ანალოგიურ სალიცენზიო ტურნირში აკაკი მოსულიშვილიც
ჩაებმება, ხოლო თავად ახალგაზრდული ოლიმპიადა შემოდგომაზე არგენტინის
დედაქალაქ ბუენოს აირესში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები