აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტში ენერგოეფექტური ენერგიის გამოყენების მიმართულებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიამ მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა (SEAP) შეიმუშავა, რომლის ვალდებულებაც ჯერ კიდევ 2011 წელს აიღო მაშინ, როდესაც ქუთაისის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივის, მერების შეთანხმების ხელმომწერი გახდა.