"ნაციონალური მოძრაობის" 23 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების
მიხედვით, რომლის თანახმადაც, პარტიის მერობის კანდიდატები მარტვილსაა
და ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში
მონაწილოებას არ მიიღებენ, არჩევნები მაინც
გაიმართება.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც
იქნებიან წარმოდგენილი.
"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი
კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას,
რისთვისაც მან სათანადო განცხადებით შესაბამის საარჩევნო კომისიას
უნდა მიმართოს, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.
ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერობის
კანდიდატებს შორის "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგიჭიღვარიაა,
რომელმაც ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური
მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა, თუმცა,
შედეგების მიხედვით გიორგი ჭიღვარიამ 50%–იანი ბარიერი ვერ გადალახა,
რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში სავარუდოდ მეორე ტური დაინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები