"ნაციონალური მოძრაობის" ქალაქმუზეუმის ოლქის მაჟორიტარობის
კანდიდატი, ნიკა ნარსია აცხადებს, რომ #40-ე საარჩევნო უბანზე
ყოფნისას ადგიზლე "ქართული ოცნების" კოორდინატორები ამომრჩეველთა
სიებს აწარმოებდნენ. აღნიშნული უბანი ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში
არის განთავებული.
"დილიდან ყველა უბანზე დგანან, ვეუბნები რომ დატოვონ ადგილი მაგრამ არ
ტოვებენ. ცდილობენ გააკეთონ კარუსელი, ასევე, მოიყვანონ მერიის და
ააიპების თანამშრომლები და მიაცემიონ ხმა", - განაცხადა ნიკა
ნარსიამ.
ადგილზე მყოფი პირები კი აცხადებენ, რომ ისინი არავითარ სიებს არ
აწარმოებენ.
"მე პირადად ბავშვი მყავს დატოვებული მხატვრულ კითხვაზე და ველოდები
არავითარი სია მე არ მაქვს", - განაცხადა #40 უბნის ტერიტორიაზე
მყოფმა ქალბატონმა, რომლსაც ნიკა ნარსია სიების წარმოებაში
ადანაშაულებდა.
ქუთაისის #40 სარჩვენო უბნის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მას
სიების წარმოები შესახებ ინფორმაცი არ აქვს.
"ეგ არ არის ჩემი კომპეტენცია ამიტომ არ ვიცი გარეთ ვინ აწარმოებს
სიას ან თუ აწარმოებენ საერთოდ", - ამბობს #40-ე საარჩევნო
უბნის კომისიის თავმჯდომარე, ედიშერ კვირიკაძე.
მასალის გამოყენების პირობები