ქუთაისში ოპოზიციური პარტიები სააფთიაქო ქსელების "ავერსისა" და "პსპ"-ეს წინააღმდეგ გამოდიან. პოლიტიკური პარტიების "ქრისტიან-დემოკრატები", "რეფორმატორებისა" და "თავისუფალის საქართველოს" წარმომადადგენლების თქმით, აღნიშნულ სააფთიაქო ქსელებზე მონოპოლიზებას ახდენენ, რის გამოც მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი.
"მაშინ, როცა ივანიშვილი თითს უქნევდა ამ სფეროში დასაქმებულებს და ეუბნებოდა, რომ მათი მონოპოლია დასრულდებოდა, ახლა ახალი მეწილეები გამოჩნდნენ, რომლებიც დღეში მილიონებს იღებენ", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა, გოგი წულაიამ.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები "ავერსისა" და პსპ"-ს წინააღმდეგ აქციებს
სხდასხვა ქალაქებშიც გამართავენ.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები