არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლების
განმარტებით, ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში, გადაცემა "ამომრჩევლის
პირისპირ", ქუთაისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", გიორგი
ჭიღვარიამ აღიარა მერიაში პარტიული აქტივის მუშაობა.
"პარტიული აქტივის დასაქმებით, გარდა იმისა, რომ ირღვევა არაერთი
ნორმა, რაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს და მოხელეების
შესარჩევად კონკურსანტებისთვის თანაბარი პირობების განსაზღვრას
გულისხმობს, მთლიანად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ 2014 წელს მერიის
სტრუქტურებში თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შედეგები, რომლის თავმჯდომარე დვალს "ევროპა ჩვენი სახლია"
თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დანიშვნაში ადანაშაულებდა.
მოგვიანებით, დადასტურდა, რომ მერიაში მომუშავე ადამიანების დიდი
ნაწილი უსამართლოდაა დანიშნული და ამ დანაშაულზე თანაბარ
პასუხისმგელობას ინაწილებენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და
საკრებულოს თავმჯდომარე დვალი", - განმარტავს "ევროპა ჩვენი სახლიას"
ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია გოქაძე.
მისი თქმით, რაც შეეხება, ჭიღვარიას, მისი გაცხადებული პოზიციიდან
გამომდინარე, რაიმე სიახლეს და განსაკუთრებულ სამართლიანობას, ამ და
სხვა მიმართულებებით მისი არჩევის შემთხვევაშიც არ უნდა ველოდოთ.
"ქუთაისის მერია მომავალშიც "ქართული ოცნების" შტაბი იქნება", -
აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ქუთაისის მერიამ კონკურსი
2015 წელს გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები