"ნაციონალური მოძრაობის"
ქუთაისის მერობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის
თქმით, მისი ქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში ქუთაისის მერიაში
პრემიის გაცემის პრაქტიკა დასრულდება. მერიის მაღალჩინოსნებს კი
პერსონალური ავტომობილი მძღოლით აღარ მოემსახურება.
"პირობას გაძლევთ ქუთაისის მერიაში პრემიას აღარავინ მიიღებს. ვისაც
არჩეულ თანამდებობაზე ხელფასი არ ყოფნის, სხვა გზა მოძებნოს. მერიის
სტურქტურაში აღარავის ეყოლება პერსონალური მანქანა მძღოლით. ეს
ავტოპარკი გაიყიდება აუქციონზე და შემოსული სახსრებით ჩვენ ვიყიდით
დამატებით სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომელიც ასე უჭირს
ქუთაისს",-განაცხადა ვაშაძემ წარდგენის დროს.
საქართველოს პარლამენტთან გრიგოლ ვაშაძის წარდგენას პარტიის ლიდერები
ესწრებოდნენ.
"ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე
ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ
დაუსახელებია, თუმცა, მათი ვინაობა უკვე ცნობილია.
მასალის გამოყენების პირობები