"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის
ყოფილი წევრები, რომლებმაც
პარტია დატოვეს სახელისუფლებო გუნდის ქუთაისის
მერობის კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავებენ.
ქუთაისში ბურჯანაძის პარტიის ოფისი ამ დროისთვის დაკეტილია.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის და
მისი გუნდის წევრები გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო კამპანიაში
ჩაერთვებიან.
"ჩემი პარტიული რესურსით, რომლებმაც ჩემთან ერთად დატოვა პარტია,
ყველანი მივალთ და მივეხმარებით გიორგი ჭიღვარიას. გავივლით
კონსულტაციებს და თუ საჭირო იქნება შტაბშიც მივალთ და დავეხმარებით",
- ამბობს დავით წიტაიშვილი.
ბურჯანაძის პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია თავმჯდომარემ და რამდენიმე
წევრმა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დატოვა. პარტიიდან წასვლის
მიზეზად გუნდის ყოფილმა წევრებმა "დემოკრატიული საქართველოსა" და
"თავისუფალი საქართველოს" გაერთიანება და გეართიანების მიერ
ქუთაისის მერობის კანდიდატად გოგი წულაიას წარდგენა
დაასახელეს.
პარტიის ყოფილმა წევრებმა ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" მიერ ქუთაისის
მერობის კანდიდატის წარდგენამდე განაცხადეს, რომ თუ მმართველი გუნდი
პოსტზე გიორგი ჭიღარიას დაასახელებდა, მას მხარს
დაუჭერდნენ.
მასალის გამოყენების პირობები