საპარლამენტო უმცირესობის წევრი და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი,
აკაკი ბობოხიძე ხონის მერობისთვის იბრძოლებს.
იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ევროპულ საქართველოს"
კანდიდატი იქნება. "ევროპულ საქართველოს" იმერეთის მუნიციპალიტეტებში
მერობის კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, პარტიამ,
საარჩევნო პლაკატები უკვე დაამზადა.
აკაკი ბობოხიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის
მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოდა, თუმცა, გენადი მარგველაშვილთან
კონკურენციაში დამარცხდა.
აკაკი ბობოხიძე 2005, 2006–2008 წლებში იმერეთის გუბერნატორი
იყო.
მასალის გამოყენების პირობები