"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მერობის კანდიდატად იმერეთის ყოფილი
ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია წარადგინა.
ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბეებთან შეკრებილ მხარდამჭერებს მერობის
კანდიდატი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.
ყოფილი ვიცე-გუბერნატორის
კანდიდატირა ჯერ კიდევ არჩევნების თარიღის დანიშვნამდეც
განიხილებოდა.
გიორგი ჭიღვარია იმერეთის ვიცე-გუბერნატორად 2015 წლის იანვარში
დაინიშნა, ხოლო მიმიდინარე წლის 23 აგვისტოს ამ პოსტიდან
გათავისუფლდა.
ჭიღვარია 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში, კოალიცია
,,ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისისა და ქვემო
იმერეთის კოორდინატორის მოადგილე გახლდათ. ასევე, ამავე წელს ის
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის დროებით მოვალეობის
შემსრულებელი გახლდათ.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად, იმერეთის
მუნიციპალტეტის მერობის
კანდიდატებიც წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები