პოლიტიკა
სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინცინდენტს "საია" ეხმაურება
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", სამტრედიის N 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება.
"საიას" საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი, ლელა კალიური ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, კანონი ცალსახად განსაზღვავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს იზოლირებული სხვა უწყებებისგან, თუმცა, თავის მხრივ, არც წინასაარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანების ქმედება უნდა ემსახურებოდეს სარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელისშეშლას.


"კანონის მოთხოვნაა, რომ ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოები უნდა იყოს ცალ-ცალკე. ჩვენი ინფორმაციით, ეს უწყებები სხვადასხვა ქუჩაზე მდებარეობს, თუმცა, მათ აქვთ საერთო შესასვლელი კარი, რაც გახდა სადავო. რაც შეეხება იმას, რომ სწორედ ამ კარის საშუალებით ხდებოდა კომუნიკაცია საარჩევნო ადმინისტრაციასა და გამგეობას შორის, ეს არის შესწავლის საგანი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანების მიერ დარღვევის გამოვლენა მიზნად არ უნდა ისახავდეს კომისიის საქმიანობის ხელშეშლას", - ამბობს ლელა კალიური.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომმა ორგანომ უნდა შეისწავლოს და მოიხსნას კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხდებოდა თუ არა კომუნიკაცია გამგეობასა და საოლქო კომისიას შორის საერთო კარის მეშვეობით.

სამტრედიის საოქლო საარჩევნო კომისიაში "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის წევრები კომისის სამუშაო შეხვედრაზე შეიჭრნენ და კომისიის წევრები გამგეობასთან თანამშრომლობაში დაადნაშაულეს.

მომხდარი ძალადობად შეაფასა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამის უწყებებს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა.




ამავე თემაზე:

ინციდენტი სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში

"სახეზეა ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლა"


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.