პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო"
ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა რამდენიმე
თანაგუნდელთან ერთად დატოვა.
დავით წიტაიშვილი პარტიიდან გასვლის მიზეზად პოლიტიკური მოძრაობის
პარტია "თავისუფალ საქართველოსთან" გაერთიანებას ასახელებს და ამბობს,
რომ ეს მათთვის მიუღებელია.
"მე ვიცი ქუთაისის განწყობა და ამ გაერთიანებით ჩვენ კმაყოფილები არ
ვართ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ პარტია", - განაცხადა
დავით წიტაიშვილმა.
წიტაიშვილი არ აკონკრეტებს არის თუ არა პარტიიდან გასვლის რეალური
მიზეზი "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მიერ ქუთაისის
მერობის კანდიდატად "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
ხელმძღვანელის, გოგი წუალაიას დასახელება.
სამაგიეროდ პარტიას გამიჯნულები იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება"
მერობის კანდიდატად გიორგი ჭიღვარიას დაასახელებს, ადგილობრივი
თვითმმარველობის არჩვენებში მხარს ჭიღვარიას დაუჭერენ.
მასალის გამოყენების პირობები