პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილოებას არ მიიღებენ. ამის შესახებ
განცხადებას პარტია ავრელებს:
"2016 წლის 8-ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს
პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა
და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც
არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდომარეობის
გათვალისწინებით, 2017 წლის თითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად
არც დაგვისახავს.
რამდენიმე თვის წინ ჩვენ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი,
რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა
ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან საკმაოდ
რეალური დაპირისპირება. ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ
საარჩევნო ბლოკი რესპუბლიკურ პარტიასთან.
სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ
გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა.
შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ თვითმმართველობის
არჩევნები და შევუდგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
მზადებას. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და განვაგრძობთ
მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებლად ვიტყვით
მნიშვნელოვან სიტყვას თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული
სახელმწიფოს განვითარებისათვის ბრძოლაში. 2017 წლის ადგილობრივ
არჩევნებში გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ყველა პრინციპულ,
პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და კანდიდატს", - ნათქვმია
განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბრს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები