"რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანზაციის ყოფილი ხელმძღვანელი,
ნატო ქათამაძე, დავით უსუფაშვილის ახალშექმნილ პოლიტიკურ პარტიას
"შენების მოძრაობას" შეურთდება.
"მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები დავით უსუფაშვილის გუნდის წევრად. ასე
რომ, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ და ვიქნები იმ გუნდის წევრი,
რომლის ლიდერიც იქნება დავით უსუფაშვილი", - ამბობს ნატო ქათამაძე
ჩვენთან საუბარში.
რაც შეეხება, მიიღებს თუ არა ნატო ქათამაძე ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამბობს, რომ ამასთან
დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკურ
ძალა "შენების მოძრაობა" დააფუძნა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, "შენების მოძრაობა" თანამონაწილეობაზეა
დაფუძნებული და ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული
მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს
ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ
სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.
"რესპუბლიკური პარტია" პარტიის წევრმა ნატო ქათამაძემ გასული წლის
ოქტომბერში დატოვა.
ნატო ქათამაძე "რესპუბლიკური პარტიის" წევრი 13 წლის განმავლობაში
იყო, ის ქუთაისის საკრებულოს დეპუტატია. ის ასევე, საპარლამენტო
არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიიდან" ქუთაისის მაჟორიტარობისთვის
იბრძოდა.
მასალის გამოყენების პირობები