საქართველოს მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს თანამდებობა უნდა ეკავოს და გადაწყვეტილებების მიმღები ოფიციალური პირი უნდა იყოს.
გამოკითხულიდან 41 პროცენტის აზრით კი სასურველია ივანიშვილი ჩართული არ იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, 6%-ს სურს რომ ივანიშვილი გადაწყვეტილებების მიმღები იყოს. თუმცა, მათივე აზრით, არ უნდა ეკავოს ოფიციალური თანამდებობა. კითხვაზე - სურთ თუ არა ივანიშვილის ხილვა გადაწყვეტილებების მიმღებ პირად? - პასუხი 20%-ს არ აქვს, ხოლო კითხვაზე უარი სამმა პროცენტმა თქვა.
აღნიშნული მონაცემები აჩვენა საქართველოს მასშტაბით NDI-ის კვლევის შედეგებმა. კითხვაზე - რომელ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად საქართველოში? - პასუხი 4%-მა არ გასცა.
საზოგადოების განწყობა საქართველოში - ასე ჰქვია კვლევას, რომელიც ორგანიზაციამ მიმდინარე წლის აპრილში განახორციელა. კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 27 მარტიდან – 19 აპრილის ჩათვლით განხორციელდა. კვლევაში წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც ჩატარდა. ასევვე, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თვითმმართველ ქალაქებშიც თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ია.
კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით ჩღღჩ საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (CIDA) მიერ.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები