მივლინებები და ლენტის გაჭრა - როგორ დაამახსოვრდათ ქუთაისის მერი (ვიდეოგამოკითხვა)
18:30 / 19.05.2017
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, მიმდინარე წლის თვითმმართველობის
არჩევნებით, ამ თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიან ვადას დაასრულებს.
ჯერჯერობით, ცნობილი არაა წარადგენენ თუ არა მას მეორედ ქალაქის
ხელისუფლების პირველ პირად.
ვის და როგორ დაამახსოვრდება შოთა მურღულია, როგორც ქუთაისის პირველი
არჩეული მერი, ამ საკითხზე ქუთაისიპოსტმა ამომრჩევლები, არასამთავრობო
ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები გამოკითხა.
ნახეთ ვიდეო გამოკითხვა:
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის
ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.
2002-2012 წლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების
ცენტრში მუშაობდა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობითაც,
კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის, ილიას და თავისუფალ
უნივერსიტეტებში.
მურღულია ქუთაისის მერად 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მას მხარი
ამომრჩეველთა 50,63%-მა დაუჭირა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები