ზესტაფონში, 18 მაისს საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო
განხილვის მეორე ეტაპი დაიწყება. შეხვედრა 10:00 საათზე
კულტურისა და შემოქმედების ცენტრის (ფეროს ყოფილი კლუბი)
შენობაში გაიმართება.
საკონსტიტუციო კომისიის წევრები, საჯარო განხილვის მეორე ეტაპის
ფარგლებში კიდევ 10 ქალაქსა და რეგიონში ჩავლენ. მათ შორის იქნება
სიღნაღი, ხულო, მარნეული, ახალქალაქი, ოზურგეთი, ფოთი, ყაზბეგი მესტია
და თბილისი.
საჯარო დისკუსიებს სულ 20 შეხვედრა დაეთმობა. კონსტიტუციის პროექტის
განხილვა კი 23 მაისს დასრულდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა
ქუთაისიდან დაიწყო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს
ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა,
კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს
საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო
საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში
პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11
თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას
უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე აღარ არის
პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.
ამავე თემაზე:
მესხიშვილის
თეატრში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა
დაიწყო
"ქუთაისი
იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი" - ირაკლი
კობახიძე
"მმართველ
გუნდს სიტყვაზე ვერ ვენდობით" - გია თევდორაძე
საქართველოში
რეგიონები უნდა განვითარდეს - ირაკლი კობახიძე
მამუკა
მდინარაძე - ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა
საკონსტიტუციო
ცვლილებების მორიგი განხილვა ზესტაფონში
გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები