გვიშტიბი, სოფელი წყალტუბო, მაღლაკი, ბანოჯა, ხომული და გუმბრა - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია წყალტუბოს რაიონში, სადაც მიმდინარე წელს გაზიფიცირება მოხდება.
აღნიშნულის შესახებ ენეგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, გაზიფიცირება წყალტუბოს რაიონის სოფლებში მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, 2017 წლის ბოლოსთვის.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები