"თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ჩემი იმედი," - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, ენ ბრასერმა, რომელიც პარლამენტის დღევანდელ სხდომას ესწრება.
როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია საქართველოში სტუმრობა, მისი ისტორიის, კულტურის და ხალხის გაცნობა. თუმცა, ენ ბრასერმა პარლამენტისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს რეფორმების აუცილებლობაზე მიუთითა.
"იმისთვის, რომ გვქონდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა, საჭიროა ქვეყანაში იყოს ინსტიტუციები. თქვენ გჭირდებათ რეფორმები საარჩევნო კანონში და სასამართლო სისტემაში. ევროპის საბჭო თქვენს გვერდითაა იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ," - აღნიშნა ენ ბრასერმა.
მან ასევე პარლამენტის წევრებს მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა შეახსენა.
"პარლამენტს უზარმაზარი პასუხისმგბლობა გააჩნია, როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციას და რაც მნიშვნელოვანია, ესაა ურთიერთპატივისცემა. ჩვენ ვხედავთ არატოლერანტობის და სიძულვილის აღზევებას ყველა ქვეყნებში და ჩვენ ყველა, საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები ერთად უნდა ვებრძოლოთ ამას, რადგან სიძულვილი დეკომრატიას ძირს უთხრის. ეს არ შეიძლება დავუშვათ," - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები