პრეზიდენტმა ტრამპმა ფოქს-ნიუსის ჟურნალისტთან, ბილ ო'რეილთან
ინტერვიუში, რომელიც ეთერში დღეს, წლის ყველაზე ყურებადი სუპერ-თასის
დაწყებამდე გავა, პუტინის შესახებ ისაუბრა.
ამ ინტერვიუში ტრამპმა უფრო გააორმაგა პატივისცემა პუტინისადმი -
მიუხედავად იმისა, რომ მის სახელს უკავშირებენ ჟურნალისტებისა და
დისიდენტების მკვლელობებს რუსეთში.
"მე პატივს ვცემ მას, ისევე, როგორც პატივს ვცემ უამრავ ადამიანს,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან შევძლებ საერთო ენის
გამონახვას" - უთხრა ტრამპმა ო'რეილს.
ო'რეილმა წნეხი შეიტანა თავის კითხვაში და დააკონკრეტა, რომ "პუტინი
მკვლელია".
დაუფიქრებლად, ისე რომ უკან არ დაიხია, ტრამპმა პუტინის რეპუტაცია
შეადარა ამერიკის შეერთებული შტატების კანონგარეშე მკვლელობებს:
"არსებობენ უამრავი მკვლელები, ჩვენ გვყვანან ძალიან ბევრნი... და
ამის შემდეგაც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უდანაშაულოა"?
და მერე დასძინა, რომ შეერთებული შტატებისთვის უკეთესი იქნება
რუსეთთან ენის გამოძებნა, ვიდრე არა.
"თუ რუსეთი დაგვეხმარება ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში,
რომელიც დღევანდელობის მთავარი ბრძოლაა, ეს კარგი იქნება".
ეს არ გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა ტრამპმა განზე მოისროლა
პუტინის პოლიტიკური მკვლელობების თემა.
ჯერ კიდევ 2015 წლის ინტერვიუში "დილა ჯოუსთან", ტრამპს იგივე თემა
აუფარეს თვალწინ, თუმცა მაშინაც მსგავსი პასუხი გასცა.
"ის კლავს ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც არ ეთანხმებიან მას" - შოუს
წამყვანმა, ჯოუ სკარბორომ პირდაპირ მიუთითა.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანაც უამრავ მკვლელობას ჩადის" - იყო
ტრამპის პასუხი.
მანუჩარ კაჭახიძე,
"ვაშინგტონ-პოსტზე" დაყრდნობით.
მასალის გამოყენების პირობები