ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე ღვინის მარანი "საწნახელი" გაიხსნა.
მარანში სულ ღვინის 70 - მე სახეობაა წარმოდგენილი.
როგორც მარნის მეპატრონეები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ,
მსგავსი სივრცე დასავლეთ საქათველოში არ არსებობს და ამ მხრივ მარნის
ქუთაისში გახსნა, ქალაქს ტურიზმის განვითარებაში ხელს შეუწყობს.
"აქ მოსულ სტუმარს, რომელსაც ღვინო მოეწონება, გიდობასაც გავუწევთ.
დაინტერესების შემთხვევაშუ სტუმარს წავიყვანთ ღვინის ავტორთან, სადაც
ის ნახავს, თუ როგორ მზადდება ეს ღვინო. ეს ყველაფერი ვფიქრობ
ამ ქალაქში ტურიზმსაც წაახალისებს, სამომავლოდ გვინდა აქ ქვევრები
ჩავყაროთ და ჩვენი ღვინოც გამოვუშვათ, "- ამბობს მარნის ერთ-ერთი
მეპატრონე გაგა ჩიხლაძე.
მისივე თქმით, მარანში ღვინის დაგემოვნება და ყიდვა მსურველებს დაბალ
ფასებში შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები