"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს
კონფერენციაზე აირჩევენ.
ამის შესახებ პარტიის წევრი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატი, გია
უკლება განმარტავს.
მისი თქმით, კონფერენციის ჩატარების თარიღი ამ დროისთვის დაზუსტებული
არ არის, პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს კი პოლიტსაბჭოს
არჩევის შემდეგ წარადგენენ.
"ნაციონალურ მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ
კონფერენციის ჩატარების დრო პარტიის პოლტსაბჭომ უნდა განსაზღვროს.
გია უკლება ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისის გარდა,
პარტიული კონფერენციები რეგიონებში უახლოეს მომავალში ჩატარდება,
სადაც პარტიული ორგანიზციების ახალ თავმჯდომარებს აირჩევენ.
"გრაფიკი უნდა შედგეს, რომელ ქალაქს თუ რაიონს როდის მოუწევს
კონფერენციის ჩატარება, სადაც გადაწყდება რაიონული მმართველი
ორგანოების სტრუქტურა",–აცხადებს გია უკლება.
მისივე თქმით, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის
კანდიდატურაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის
ორგანიზაციას იმერეთის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა, გიგა შუშანიამ
უხელმძღვანელოს.
"გიგა შუშანია არის ჩემი მეგობარი, თანამებრძოლი, ასე რომ როგორც
სხვებს, მასაც აქვს უფლება იყოს ჩვენი დიდი გუნდის წევრი. რამენადაც
მე ვიცი, ოფიციალურად ის არც არასდროს გამიჯვნია პარტიას. თავმჯდომარე
კი ნებისმიერი შეიძლება იყოს, შუშანიაც, უკლებაც, ბრეგაძეც და სხვაც",
– აცხადებს გია უკლება.
თავად, შუშანია ირწმუნება, რომ მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე არ
განიხილება.
"დაველოდოთ კონფერენციას, რა და როგორ იქნება. ჩემი აზრით ეს საკითხი
მეათეხარისხოვნია", - ამბობს იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი.
"ნაციონალების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, გია
თევდორაძე პარტია "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება.
მასთან ერთად ენმ–ს ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის მდივანმა, კოტე
რატიანმა და კიდევ რამდენიმე
წევრმა დატოვა. მათ შორის ქალაქის საკრებულოს
დეპუტატები ამირან ძოწენიძე და დავით გოგისვანიძე არიან.
მასალის გამოყენების პირობები