პოლიტიკა
ქუთაისის მაჟორიტარები მოქალაქეებს ბიუროების რეაბილიტაციის შემდეგ მიიღებენ
FaceBook
"4 წელი რომ ემსახურა ადამიანს, ის სკამი აღარ ივარგებს."



ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების თქმით, მათთვის გამოყოფილ ფართში ჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და ინვენტარის შეძენაა საჭირო. მუშაობას კი ამის შემდეგ შეუდგებიან.

ქუთაისის #48–ე ოლქის მაჟორიტარის, დიმიტრი მხეიძის ბიურო მერიის შენობაში, ყოფილი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის კაბინეტში განთავსდება, რომელიც ჯერჯერობით მოწყობილი არაა. მხეიძე ირწმუნება, რომ ის მოსახლეობას ტელეფონით მაინც ეკონტაქტება.

"როგორც კი დასრულდა არჩევნები, პრაქტიკულად, შევუდექი მუშაობას. თუ მოსახლეობა პირადად არ მოდის, მაინც ვახერხებთ დახმარებას. ვინც მირეკავს და მწერს, უპასუხოდ არ დამიტოვებია", – ამბობს დიმიტრი მხეიძე.

მისივე თქმით, ბიუროს ოთახში სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი და ინვენტარიც შესაძენია.

"4 წელი რომ ემსახურა ადამიანს, ის სკამი აღარ ივარგებს. მაგიდა და კომპიურეტებია შესაძენი. თანხის ნაწილი უკვე დაგვერიცხა და როგორც კი ავაწყობთ ყველაფერს, შევუდგებით მუშაობას", – აცხადებს დეპუტატი.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღებს მოსახლეობას მერიის გვერდით მდებარე შენობის მესამე სართულზე ქუთაისის #47–ე ოლქის მაჟორიტარი, გენადი მარგველაშვილი.

მისი თქმით, ჯერ პროცედურული საკითხებია გასავლელი, შემდეგ კი  ოთახებს  რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.

"გვინდა, სანამ სესიები განახლდება, მანამდე მოვასწროთ გახსნა. პროცედურებია ჯერ გასავლელი და ამის გამო შეფერხდა ოთახების რეაბილიტაცია, თუმცა, თვის ბოლომდე უნდა მოესწროს. როცა შევუდგებით მუშაობას, მინდა რომ ყველამ იცოდეს სად არის ჩვენი ბიურო", – აცხადებს გენადი მარგველაშვილი.

მიმდინარე თვის ბოლომდე მოსახლეობას ვერც ქუთაისის # 49–ე ოლქის მაჟორიტარი, კობა ნარჩემაშვილი მიიღებს. მისი ოფისი, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის, ალეკო ახალაძის ინფორმაციით, ქუთაისის მერიის შენობაში, ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრის ყოფილ ფართში განთავსდება.
მისივე თქმით,  ფართი ბიუროს ჯერ ოფიციალურად არ გადასცემია, თუმცა, მაჟორიტარი მოსახლეობასთან შეხვედრას მაინც ახერხებს.

"ოფისი ოფიციალურად ჯერ ვერ გადმოგვეცა, ამ თვის ბოლოს იქნება. თუმცა, ჩვენ მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ორი თანამშრომელი უკვე არის და კონკრეტული დავალებებიც გვაქვს. მოსახლეობა არეგისტრირებს წერილებს პარლამენტში, ჩვენ კი მივდივართ მათთან", – ამბობს ალეკო ახალაძე.

კობა ნარჩემაშვილის ბიუროსთვის თავდაპირველად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია განიხილებოდა, თუმცა, როგორც ალეკო ახალაძე ამბობს, ბიუროს შემცირებული ხარჯების გამო, სხვა ადგილის მოძებნა ვერ მოხერხდა.

ამასთანავე, მისივე თქმით, მერიის შენობაში ბიუროს განთავსების ერთ–ერთი მიზანი ისიც იყო, რომ მოსახლეობას საშვის ამოწერა არ დასჭირვებოდა.

"რადგან ბიუროს მომსახურების თანხები შემცირდა, არ მოხერხდა ისეთი ადგილის ნახვა, სადაც ნორმალური პირობები იქნებოდა. გარდა ამისა, არ გვინდოდა, რომ მოსახლეობისთვის ბარიერები ყოფილიყო. ახლა უკვე საშვის გარეშე შეძლებენ მერიის პირველ სართულზე მოსვლას",–ამბობს ახალაძე.

მისივე თქმით, ბიუროსთვის განკუთვნილ ოთახში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. ასევე, იგეგმება ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მომსახურების ხარჯები 8 400 ლარით შემცირდა და ყოველწლიურად 56 600 ლარს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.