სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ელენე გოცაძის განმარტებით, საქართველო ახლა უფრო მყარად მიდის ევროინტეგრაციისკენ, ვიდრე აქამდე.
"2012 წლამდე რაც კეთდებოდა, ამ მხრივ ყველაფერი იყო პიარზე და ემოციაზე გათვლილი კამპანია. 2012 წლის შემდეგ კი ეს პიარი მოიხსნა და ამიტომ ჩანს, რომ თითქოს, ახლა ამ საკითხებზე არავინ მუშაობს. ჩვენი ამოცანა არაა პიარი. თუმცა, მოსახლეობის ინფორმირება მნიშვნელოვანია", - განაცხადა ელენე გოცაძემ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. სემინარი თემაზე "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის" დასავლეთ საქართველოში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის წყალტუბოში მიმდინარეობს.
გოცაძემ შეხვედრაზე განმარტა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის საფრთხის შემცველი კი არაა, არამედ ერთ-ერთი დამცავი მექანიზმია სხვადასხვა ფაქტორებთან მიმართებაში.
მან, ასევე, ისაუბრა იმ ე.წ. მითებზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ შეიძლება მოხდეს.
"მითია, როდესაც ევროკვშირში დაგვაძალებენ ერთსქესიანთა ქორწინებას ან შეიზღუდება მართლმადიდებლობა. ეს ყველაფერი არის ეროვნულ მთავრობაზე დამოკიდებული და ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებში საზოგადოების აზრი. ვერავინ დაგვაძალებს ერთსქესიანთა ქორწინებას", - განმარატვს ელენე გოცაძე.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ევროკავშირში შემავალ რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულიც კი არის.
რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებაბის საკითხს, ცენტრის წარმომადგენლის მტკიცებით, საქართველო მზად არის ამისთვის.
"ნატოს არ აქვს სტანდარტები, რომელიმე ქვეყნის გასაწევრიანებლად. მას აქვს კრიტერიუმები, რომლის მიხედვით ხდება გაწევრიანება და ეს არის ის, რომ ქყვეყანა ვითარდებოდეს დემოკრატიულად, საითაც ჩვენი ქვეყანა მიდის", - განმარატეს აღნიშნული ცენტერის წარმომადგენელმა.
ცენტრის დირექტორის მტკიცებით, მთავარი როლი ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყნის თავდაცის საკითხებს უჭირავს. გოცაძის აზრით, ამ მხრივ ქართული ჯარი მზად არის.
"14 000-მდე ჯარისკაცმა მნიშვნელოვანი წვრთნები გაირა ავღანეთში. ისინი იქ ავღანეთის ნათელი მომავლისთვის კი არ იბრძვიან, არამედ მათ კარგად ესმით ეს რამდენად მნიშვნელოვანია მათი სამშობლოსთვის", - ამბობს ელენე გოცაძე.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები