"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნების"
გამარჯვებულ კანდიდატებს გამარჯვება მიულოცეს.
ქუთაისის #49-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა
აკაკი ბობოხიძემ, ამავე ოლქში გამარჯვებულ კანდიდატს "ქართული
ოცნებიდან"დიმიტრი მხეიძეს გამარჯვება მიულოცა.
"დამარცხება არ მიკვირს, ქუთაისმა გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა
ბატონ დიმიტრის მივულოცო და ვუსურვო, იყოს წარმატებული ქვეყნის,
წარმატებული ქალაქის წარმატებული პარლამენტარი. მეორე ტურში გასაკვირი
არ არის, როდესაც ხელისუფლებასთან აგებს ოპოზიციური პარტიის
მაჟორიტარობის კანდიდატი", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ანალოგიურად, გამარჯვება მიულოცა კონკურენტს ქუთაისის #47-ე საარჩევნო
ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გია თევდორაძემ.
მან 5 023 ამომრჩევლის ხმა, ხოლო მისმა კონკურენტმა "ოცნებიდან",
გენადი მარგველაშვილმა 11 313 ხმა მიიღო.
რაც შეეხება, ქუთაისის # 48-ე ოლქს, აქ ხმები ასე გადანაწილდა –
"ქართული ოცნება", დიმიტრი მხეიძე – 75,28% (11727) ხმა, "ნაციონალური
მოძრაობა", აკაკი ბობოხიძე – 24, 72% (3851 ხმა) მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები