ახალი ამბები
თურქეთში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო 38 ავიარეისი გაუქმდა
FaceBook
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა თურქულმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines - მა. კომპანიამ განცხადებაში განმარტა, რომ უამინდობის გამო, 23 ნოემბერს სტამბოლიდან და სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი 38 რეისი (10 შიდა და 28 საერთაშორისო) გაუქმდა.

განცხადება გაავრცელა საბიჰა გოკჩენის აეროპორტმაც, სადაც აღნიშნულია, რომ მეტეოროლოგიური საგანგებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 15:00 საათამდე ფრენების 10 პროცენტი გაუქმდება.

ავიაკომპანიები მგზავრებს ურჩევენ თვალი ადევნონ ავიაკომპანიების ვებსაიტებს და ინფორმაცია გადაამოწმონ ქოლ-ცენტრებში.

სტამბოლში დღეს ჩრდილოეთის ძლიერი ქარია მოსალოდნელი 50-70კმ/სთ სიჩქარით, ზღვაზე შტორმი. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქარის სიმძლავრე შაბათს საღამოსთვის დაიკლებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.