ქუთაისის მერი შოთა მურღულია "ქართული ოცნების" ადგილობრივი
ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგს გამართავს.
ქალაქის პირველი პირი ბრიფინგს 12:00 საათზე დაიწყება. თუმცა, უცნობია
რასთან დაკავშირებით აპირებს ის საგანგებო ბრიფინგის მოწყობას.
შოთა მურღულიამ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს
სხდომაზე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ
მოწოდებებით გამოვიდა.
მან მოსახლეობას "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, მოსახლეობამ ისეთი მაჟორიტარები უნდა აირჩიოს, ვისაც
შანსი აქვს, რომ ქალაქს განვითარებაში დაეხმაროს და არა ისინი, ვინც
ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნის გამო, ქალაქისთვის არაფერს არ ან
ვერ გააკეთებს.
"რთული გამოსაცნობი არ არის, რომ მე მხარს ვუჭერ იმ გუნდის
კანდიდატებს, რომელსაც წარმოვადგენ. ამ ქალაქს მომდვნო 4 წლის
განმავლობაში სჭირდება ისეთი მაჟორიტარები, რომლებიც დაეხმარებიან
ქალაქს განვითარებაში, შეიმუშავებენ ქალაქისთვის ინიციატივებს და
ექნებათ მათი პარლამენტში გატანის ძალა.
ის მაჟორიტარები გვჭირდება, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან
ურთიერთობის თვალსაზრისით კიდევ ურო გამაძლიერებენ და უფრო მეტი
დაფინანსების მოპოვებაში დაგვეხმარებიან. აი ასეთი მაჟორიტარები
სჭირდება ქალაქს და არა ისეთები, რომლებმაც თვიდანვე იციან, რომ რომ
ოპოზიციაში იქნებიან, იციან, რომ ერთი თეთრის საქმეს ვერ გაუკეთებენ 4
წლის განმავლობაში ქალაქს," – განაცხადა შოთა მურღულიამ ქუთაისის
საკრებულოს სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები