პოლიტიკა
დახურული შეხვედრა "საარჩევნო საკითხებზე" ქუთაისის მერიაში
FaceBook
ქუთაისის მერიაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო შტაბებისა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

იგი შესვენების პერიოდში, მერიის "თეთრ დარბზაში", დახურულ კარს მიღმა გაიმართა და დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ოცნების" საარჩევნო შტაბებისა წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, მერის მრჩეველი მოსახლეობასთან შეხვედრის საკითხებში, მამუკა ჭონიშვილი, მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ეკა მამისეიშვილი ესწრებოდნენ.

"მეც დამირეკეს და მითხრეს, მაგრამ იმის გამო, რომ სხვა სამსახური მაქვს, პირადად არ ვყოფილვარ, მაგრამ, შესაძლოა, ჩვენი შტაბიდან იყო ვინმე", - განმარტა "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიმიტრი მხეიძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ელისო გოლეთიანმა.

ქუთაისიპოსტი შეეცადა დაკავშირებოდა შტაბის ხელმძღვანელს, ვარლამ გობეჯიშვილს, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

"სტუმარი იყო ჩამოსული საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით", - განუმარტა ქუთაისიპოსტს გენადი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, თემურ ხურციძემ, რომელიც "თეთრ დარბაზში" გამართულ შეხვედარს ესწრებოდა. თუმცა, მან "სტუმრის" ვინაობა ვერ დაასახელა.

მერიაში კი ირწმუნებიან, რომ "სტუმარი" თავად თემური ხურციძე იყო. კერძოდ, ის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ეკა მამისეიშვილს სტუმრობდა.

"მე მყავდა პირველიდან ორ საათამდე თემური ლომთაძე სტუმრად. არასამუშაო საათებში მაქვს უფლება, ვინც მინდა ის მივიღო. მერე რა, რომ მამუკა ჭონიშვილიც ესწრებოდა. რადგან ჩემთან ოთახში ძალიან ბევრი ჟურნალისტი იყო, მათ შორის შენც, ამიტომაც შევიყვანე თეთრ დარბაზში", - ირწმუნება ეკა მამისეიშვილი.

ქუთაისიპოსტის წარმომადგენელი მერიის პრესსამსახურის ოთახში მართლაც იმყოფებოდა, სადაც მას განუმარტეს, რომ განყოფილების უფროსი გასული გახლდათ. როგორც გაირკვა, ეკა მამისეიშვილი მერიის "თეთრ დაბაზში" იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა უკვე დაწყებული იყო.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების (გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი მხეიძე) მერიაში პარტიული შეკრება, მოსახლეობასთან შეხვედრების დაგეგმვას უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ისინი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

მაგალითად, კობა ნარჩემაშვილი იოსებ ოცხელის ძეგლის გახსნას ესწრებოდა.

ის, ასევე, გენადი მარგველაშვილთან ერთად, ქუთაისში მხატვართა კავშირის რეგიონალური ორგანიზაციის საგამოფენო დარბაზში "ვარლა" ირმა კუხიანიძის პერსონალურ გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.