ქუთაისის მერიის დელეგაცია ჩინეთში, ქალაქ ლაივუში გამართულ
ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობათა კონფერენციაზე იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილობრივ
ბიზნესმენებს შეხვდნენ.
ქართულმა მხარემ ჩინელ მეწარმეებს ქუთაისში მოქმედ "ჰუალინგის
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში" არსებული სიტუაცია და პოტენციალი
გააცნეს.
დელეგაციის წევრები, ასევე იმყოფებოდნენ ქალაქ ურუნჩში, სადაც
"ჰუალინგ ჯგუფის" მთავარი ოფისი მდებარეობს.
ჩინეთში ვიზიტის დროს, მხარეებმა სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში
თანამშრომლობას მოაწერეს ხელი.
ჩინეთში ქუთაისის დელეგაციას ქალაქის მერი, შოთა მურღულია
ხელმძღვანელობდა.
მასალის გამოყენების პირობები