პოლიტიკა
ქუთაისის მერი – ინვესტორი კანის ფერის და სქესის მიხედვით არ გვაინტერესებს
FaceBook

"ფიანდაზად ვეგებით ყველას, ოღონდ ინვესტიცია ჩადოს," – აღნიშნულის თაობაზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განაცხადა. მურღულიას თქმით, ხელისუფლების ინტერესებშია ქალაქში ინვესტიციები შემოვიდეს და ხალხი დაასაქმოს.
"ინვესტორი კანის ფერის და სქესის მიხედვით არ გვაინტერესებს. ჩვენ ინტერესებშია ინვესტიციები შემოგვიტანოს, ხალხი დაგვისაქმოს და ეკონომიკა შემნას. ორი ახალი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გავეცით უკვე," – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით,ქალაქში ახალი სასტუმროები ნიკეასა და გრიშაშვილის ქუჩებზე აშენდება.
ქუთაისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმროების გარდა, შესაძლოა სასტუმროები სხვა ადგილებზეც აშენდეს. როგორც მურღულიამ განაცხადა, მერია ებრაულ კომპანია "შიტრიტ ჯგუფთან", მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "შიტრიტ ჯგუფმა" ქუთაისში სასტუმროების ქსელის მშენებლობისთვის სხვადასხვა ტერიტორიაზე 13 ობიექტი 3 143 000 ლარად შეიძინა. კომპანიას აღნიშნული ობიექტებიდან სამ მათგანზე სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 1 იანვრისთვის უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მითითებულ ვადებში "შიტრიტ ჯგუფმა" ქუთაისში მხოლოდ სასტუმრო "Empire
" დაასრულა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კომპანიამ მშენებლობები სხვა ობიექტებზე შეაჩერა.

"როგორც კი სახელმწიფო იწყებს ჩარევას კერძო სექტორში, ყველაფერს აფუჭებს. სახელმწიფომ ფინანსებთან წვდომის საშუალება უნდა მისცეს. სახელმწიფომ არ შეიძლება ააშენოს ქარხნები. ხელი უნდა შეუწყოს და ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზია ხელის არ შეშლა. ამ ქვეყანაში არავინ კერძო ბიზნესს არ ეუბნება, რომ ფული აქ უნდა გადაიხადო ან იქ, შვილი უნდა დაგიჭირო და ფული წაგართვა. ბიზნესს ჭირდება პოლიტიკურად სტაბილური გარემო. ბიზნესს არ უნდა ქონდეს შიში, რომ შეიძლება, ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც მერე წაართმევს, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა ამას. ჩვენ უკვე შიდა კონკურენციაში ვართ და ვცდილობთ არა სხვაგან მოხდეს ინვესტირება, არამედ ჩვენ ქალაქში გაკეთდეს," – განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, ასევე, საუბარია ავტოქარხანაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაფართოებაზე. "მათთან შეიძლება ქონების გადასახადზე შეღავათების დაწესებაზე მთავრობასთან კონსულტაციების შემდგეგ, თუ ჩვენთან განხორციელდება ინვესტიცია," – აცხადებს ქუთაისის მერი.
დეა მანაგაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.