ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მაჟორიტარობის
კანდიდატებისა და დევნილების შეხვედრაზე, მხოლოდ 9 კანდიდატი
გამოცხადდა.
შეხვედრის ორგანიზატორის, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის
კოორდინატორის, ქეთი ციბაძის თქმით, მან მოწვევა ყველა კანდიდატს
გაუგზავნა.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი მხეიძემ
ხელისუფლების მიერ დევნილებისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. მისი
თქმით, 12 800 დევნილს უკვე დაკანონებული აქვს საცხოვრებელი, მალე კი
ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს ექნება საკუთარი სახლი.
დევნილთა პრობლემების კონკრეტიკისგან თავი შეიკავა "ქართული ონების"
ქუთაისის მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, გენადი
მარგველაშვილმა. მან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზებსა და
მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა, გოგი
წულაიამ განაცხადა, რომ მან ქალაქის ყველა უბანში მცხოვრები დევნილი
ოჯახების პრობლემა კარგად იცის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები