მოძრაობამ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მათი წარდგენის ცერემონია განმუხურში გაიმართა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის #48 ოლქში
გამარჯვებისთვის თემურ ცამციშვილი იბრძოლებს, #49 საარჩევნო ოლქში
ზვიად ბაღდავაძე, ხოლო #47 ოლქში ამირან ხვადაგიანი.
თემურ ცამციშვილი "ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" კანდიდატია,
ზვიად ბაღდავაძე "სამოქალაქო პლატფორმა- ახალ საქართველოს"
წარმოადგენს, ხოლო ამირან ხვადაგიანი მოძრაობას "პაატა ბურჭულაძე
-სახელმწიფო ხალხისთვის".
"პოლიტიკოს უნდა ქონდეს ამბიციები- კარგი საქმის კეთების. ახლა არაა
დრო დაპირებების პოლიტიკის წარმოების, ახლა დროა საქმიანი და
საქმეების კეთების პოლიტიკის გატარების, ამიტომაც ვიბრძვი
გამარჯვებისთვის. ქუთაისი უნდა იყოს საპარლამენტო ქალაქი,
ტურისტულ–ლოჯისტიკური ცენტრი, ძლიერი საუნივერსიტეტო კერებით.
ეკონომიკური თავისუფლება, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დახმარება,
საგარეო კურსი - ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგრამა არის ამ
ყველაფრის შექმნის საუკეთესო შესაძლებლობა. მე ვიქნები ხალხთან ერთად
იმ საკანონმდებლო ინიციატივების ავტორი, რომელიც მისცემს
თვითმმართველობებს შესაძლებლობას ემსახურებოდეს ხალხის ინტერსებს და
არა ცენტრალური ხელისუფლების ნებას",- განაცხადა ქუთაისის #48
საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თემურ
ცამციშვილმა.
ამასთანავე, პაატა ბურჭულაძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების
მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები